კომპანიის შესახებ

 2011 წელს დაარსებული კომპანია ,,მარნისკარი”, მიზნად ისახავს გახდეს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ღირსეული გამგრძელებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით,  კომპანია ქართველ და არამხოლოდ ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს ქართული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ მაღალი ხარისხის, გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე ღვინოებს. ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, ,,მარნისკარი” ქართული ღვინის სფეროში გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებებისთვისაც მზადაა.



 
კომპანია საერთაშორისო დონის ტექნოლოგებისა და ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და ქართულ ტრადიციებზე მორგებას კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით შეეცდება.

 
კომპანია აცნობიერებს ქართული ღვინის წარმოების დიდ პასუხისმგებლობას, შესაბამისად მენეჯმენტი ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო პროდუქციაზე, რომელიც ნდობით ისარგებლებს არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ.


 
ამასთან ერთად ,მარნისკარი” ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების გადარჩენისთვის ზრუნვისა  და პოპულარიზაციის პროცესშიც  აქტიურად ჩაერთვება. კომპანიას მოტივირებულია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებაში, გააცნოს ქართული ტრადიციული და თანამედროვე ღვინოები ფართო საზოგადოებას და აითვისოს ახალი ბაზრები.